იჩქარეთ, პირველი სერიის "ლურჯი მონეტების" განაღდების ვადა იწურება!
1-ელი თებერვლიდან "პალიტრამედია" მომხმარებელს ახალი სერიის "ლურჯ მონეტებს" შესთავაზებს
უკვე სამი თვეა, რაც "პალიტრამედიის" პოპულარული პროექტი "ჯადოსნური ქისა" მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ფასდაკლების კუპონებით, ანუ "ლურჯი მონეტებით", საკმაოდ დაბალ ფასად შეიძინოს სხვადასხვა პროდუქცია.
31 იანვარს პირველი სერიის "ლურჯი მონეტების" მოქმედების ვადა იწურება და 1-ელი თებერვლიდან "პალიტრამედია" მომხმარებელს ახალი სერიის "ლურჯ მონეტებს" შესთავაზებს, რომელთა დიზაინი განსხვავებული, მოქმედების პრინციპი კი იგივე იქნება. მაღაზიათა ჩამონათვალს, სადაც მონეტების განაღდებაა შესაძლებელი, ახალი სავაჭრო და მომსახურების ობიექტები დაემატება.