11.03.2011

ჯადოსნური ქისა!


ჯადოსნური ქისა - ჯადოსნური შანსი!





რა არის ეს?

“ჯადოსნური ქისა” “პალიტრა მედიის” ახალი პროექტია, რომელიც გაძლევთ საშუალებას შეიძინოთ სხვადასხვა პროდუქცია გასაყიდ ფასზე გაცილებით იაფად.

როგორ?

“ჯადოსნური ქისა” გულისხმობს “ლურჯი მონეტების” მოგროვებას და მათ გამოყენებას ლარის ნაცვლად სხვადასხვა მაღაზიასა და დაწესებულებებში.

როდის?

“ჯადოსნური ქისა” ჯადოსნური თარიღით იწყება. 11.11.11 – 11 საათსა და 11 წუთიდან ლურჯი მონეტები ძალაშია!

სად ვიშოვოთ ლურჯი მონეტები?


“ლურჯი მონეტები” უფასოდ შეგიძლიათ მიიღოთ 7 ნოემბრიდან გაზეთ “კვირის პალიტრის”, ასევე გაზეთ “ყველა სიახლის” ყოველ ნომერში. ბოლო გვერდზე დაიბეჭდება კუპონები “ლურჯი მონეტების” გამოსახულებით. ამოჭერით ისინი, მოაგროვეთ და გამოიყენეთ სასურველი ნივთის შესაძენად.

რა კურსი აქვს ერთ მონეტას ლართან?

1 “ლურჯი მონეტა” შეიძლება უდრიდეს 1 ლარსაც, 5 ლარსაც, 10 ლარსაც და ნებისმიერ სხვა რაოდენობას, ეს დამოკიდებულია ამ პროექტში მონაწილე თითოეული კომპანიის გადაწყვეტილებაზე. მაგალითად თუ რომელიმე კომპანიის მაღაზიაში 1 “ლურჯი მონეტა” 10 ლარს უდრის, 1 “ლურჯი მონეტით”, 10 ლარს ზოგავთ, 2-ით 20-ს და ა.შ, ხოლო სხვა კომპანიის მაღაზიაში შეიძლება იმავე მონეტას სულ სხვა კურსი ჰქონდეს. გაზეთში, “ლურჯი მონეტის” კუპონის გვერდით აღნიშნული იქნება კურსი, თუ რას უდრის 1 “ლურჯი მონეტა” ამა თუ იმ მაღაზიაში.

რა მაქსიმალური ფასდაკლებაშეიძლება მივიღო?

ესეც დამოკიდებულია პროექტში მონაწილე კომპანიების გადაწყვეტილებაზე – თუ ერთგან “ლურჯი მონეტებით” შეიძლება საფასურის მაქსიმუმ 10%-ის გადახდა, სხვაგან ეს შეიძლება 20%, 50% ან სულაც მეტი იყოს! სხვადასხვა მაღაზიაში მაქსიმალური ფასდაკლების ოდენობა (ანუ ფასის რა ნაწილის გადახდა შეიძლება “ლურჯი მონეტებით”) წინასწარ იქნება აღნიშნული გაზეთში, “ლურჯმონეტიანი” კუპონის გვერდით.

რამდენ ხანს აქვს მოქმედების ვადა “ლურჯ მონეტას”?

პირველი სერიის “ლურჯი მონეტა” ძალაშია 2012 წლის 1-ელ თებერვლამდე, ანუ 01.02.2012-მდე ის აუცილებლად უნდა გამოიყენოთ, რადგან შემდეგ ახალი სერიის მონეტები გამოვა და ძველი ძალას კარგავს.

რისი შეძენა შეიძლება ლურჯი მონეტებით?

პროდუქციის ჩამონათვალი, რომლის შეძენაც “ლურჯი მონეტებით” შეგიძლიათ ყოველთვიურად განახლდება და “კვირის პალიტრასა” და “ყველა სიახლეში” გამოქვეყნდება. ეს ჩამონათვალი შეეხება სხვადასხვა მაღაზიებს, პროდუქციასა და მომსახურებას. მაგ: ნოემბერში “ბიბლუსის” წიგნის მაღაზიებში ლურჯი მონეტა “ჭრის” “დიდი მხატვრების” სერიის ნებისმიერ წიგნზე. დეკემბერში შეთავაზება შეიცვლება და ახლა წიგნების სხვა სერია ან სერიები იქნება ჩამონათვალში. თუ დავუშვათ, რაიმე მიზეზით არ გსურთ “დიდი მხატვრების” სერიიდან წიგნების შეძენა, თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ მოგროვილი მონეტები დეკემბრის ან იანვრის თვისთვის და დაელოდოთ სხვა შეთავაზებას.

როგორ გამოვიყენო ლურჯი მონეტა?

მაგალითი: მაღაზიაში, რომელიც მონაწილეობს “ჯადოსნური ქისის” პროექტში ირჩევთ სასურველ ნივთს – პირობითად “უთოს” (იმ ჩამონათვალიდან, რომელზეც იმ თვეში “ჭრის” “ლურჯი მონეტა”). დავუშვათ “უთო” ღირს 50 ლარი და ამ მაღაზიაში ერთი “ლურჯი მონეტა” უდრის 5 ლარს, ხოლო მაქსიმალური ფასდაკლება, რომელიც შეიძლება მიიღოთ “ლურჯი მონეტით” არის 50%, თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ მხოლოდ 25 ლარი, დაუმატოთ 5 “ლურჯი მონეტა” და სასურველი “უთო” თქვენია ! თქვენ 25 ლარი დაზოგეთ!

შემდეგ როდესაც კიდევ მოაგროვებთ “ლურჯ მონეტებს”, ახლა სხვა რამეში დახარჯავთ!
აი ასეთი “ჯადოსნური ქისის” ჯადოსნური შანსი!

შეაგროვებ მეტს დახარჯავ ნაკლებს!

უთხარით ამ შესაძლებლობის შესახებ ყველა ახლობელს! მათაც იხეირონ!

No comments:

Post a Comment

Post a Comment