1.11.2012

ბიბლუსში განაღდებული ლურჯი მონეტების რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა!!!




ბიბლუსში განაღდებული მონეტების რაოდენობამ 10 000 –ს გადააჭარბა. დიდი რაოდენობით გაიყიდა ”დიდი მხატვრების” სერიის წიგნები, ასევე ”ქართული პროზის საგანძური” და ”გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები”. იანვრიდან წიგნების ჩამონათვალი განახლდა. სერია “ეს სამყაროა” შეიცვალა ”დავით აღმაშნებლის” 8 ტომეულით.

მოთხოვნა გაიზარდა ასევე სხვა დაწესებულელებში, მაგალითად აფთიაქში ”მირკო” ბოლო დღეების მონაცემებით ”ლურჯი მონეტებით” 50 მდე ციფრული სასწორია გაყიდული. ამ თვიდან კი ციფრულ სასწორს დაემატა გერმანული წარმოების  “აკუჩეკი-აქტივის” გლუკომეტრი (სისხლში შაქრის განმსაზღვრელი აპარატი). რომელზეც ერთი ”ლურჯი მონეტა” უდრის 10% ფასდაკლებას, ხოლო მაქსიმალური ფასდაკლება 50%-ია.
დეკემბერში მოთხოვნა გაიზარდა ავტონათურებზეც. მათი შეძენა მაღაზია “ოსრამში” ლურჯი მონეტებით -20%-ით არის შესაძლებელი.

დიდი რაოდენობით ლურჯი მონეტები განაღდდა ბაობაბში, სადაც შესავლელი ბილეთზე, რომელიც 5 ლარი ღირს, 3 ლურჯი მონეტის მიტანის შემთხვევაში ბილეთს 2 ლარად შეიძენთ.
შეგახსენებთ ამ ეტაპზე ჯადოსურ ქისაში მონაწილე კომპანიებს: ბიბლუსი, საფილო, გერი ვებერი, დიუპარელი, სელიო, ოსრამი, მირკო, ბაობაბი.
იყავით ყურადღებით, ჯადოსნური ქისა მალე კიდევ უფრო მეტ საინტერესო სიახლეებს შემოგვთავაზებს.

No comments:

Post a Comment