12.09.2011

"პალიტრა მედიის" პროექტი "ჯადოსნური ქისა" სულ უფრო პოპულარული ხდება. პროექტს შეუერთდა ჟურნალი "რეიტინგიც". ახლა უკვე "კვირის პალიტრის" და "ყველა სიახლის" მკითხველებთან ერთად, "რეიტინგის" მკითხველებსაც შეუძლიათ ამოჭრან ჟურნალიდან ფასდაკლების კუპონები და გამოიყენონ შემდეგი პროდუქციის შეძენისას:


წიგნები - წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი"
მზის სათვალეები - მაღაზია SAFILO 
ტანისამოსი - მაღაზიები "Callezione", OVS 
მამაკაცის ტანსაცმელი - მაღაზიაში CELIO
ქალის ტანსაცმელი - მაღაზიაში - Gerry Weber
ბავშვის ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთები - მაღაზიაში - DPM
სპორტული ტანსაცმელი - მაღაზიაში LOTTO
ციფრული სასწორები - აფთიაქში Mirko
ავტო ნათურები - OSRAM-ის წარმომადგენლობა 

"ბიბლუსის" წიგნების მაღაზიათა ქსელშის რომელიც თითქმის მთელ საქართველოს მოიცავს ათას ხუთასზე მეტი კუპონი განაღდდა. გაყიდული წიგნების რაოდენობა ასეულობით განისაზღვრება. მოთხოვნა კვლავ ისეთ წიგნებზეა, რომელთა ფასიც 15-20 ლარს აღემატება. დეკემბრიდან "დიდი მხატვრების", "ეს სამყაროსა" და "ქართული პროზის საგანძური" სერიის გარდა, ლურჯი მონეტებით იყიდება სერია "მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები". 

მომხმარებელთა შორის სხვა კომპანიების შეთავაზებებიც პოპულარულია - ბოლო კვირის მონაცემებით აფთიაქ "მირკოში" 9 ციფრულ სასწორი 50%-მდე ფასდაკლებით გაიყიდა.

გააქტიურდა ტანსაცმლის მაღაზიების მყიდველიც. კუპონები განაღდდა ტანსაცმლის მაღაზიაში Callezione და OVS-ში, ასევე მამაკაცის ტანსაცმლის მაღაზია CELIO-ში. განაღდებები დაიწყო ასევე სათვალეების მაღაზიათა ქსელ SAFILO - ში 

პროექტში ჩართულია ასევე განათების სისტემების კომპანია - "OSRAM"-ის წარმომადგენლობა ავტონათურებზე გამოცხადებული აქციით.


No comments:

Post a Comment