გამოვიდა მესამე სერიის ”ლურჯი მონეტები”, ახალი დიზაინით და მრავალფეროვანი შეთავაზებებით!
წიგნების მაღაზიათა ქსელში “ბიბლუსი” განახლდა პროდუქციის ჩამონათვალი. მაისში ”ლურჯი მონეტები” მოქმედებს წიგნების შემდეგ სერიებზე: “დიდი მხატვრები”, “მსოფლიო კულინარიის შედევრები” და “დიდი ქართველების ბიოგრაფიები”.
პროდუქციის ჩამონათვალი განახლდა ასევე აფთიაქში “მირკო”. მაისში ლურჯი მონეტებით 50% ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ 50 ლარის ღირებულების მექანიკური წნევის საზომი აპარატი “fora” და 100 ლარის ღირებულების ციფრული სასწორი “fora”.
პროექტს დაემატა ასევე ახალი კომპანიები:
განათების სახლი - “Light House”, სადაც ერთი ”ლურჯი” მონეტა უდრის 5% ფასდაკლებას, ხოლო მაქსიმალური ფასდაკლება არის 25%.
კლინიკა “Medlab”, სადაც ერთი მონეტა უდრის 10% ფასდაკლებას, ხოლო მაქსიმალური ფასდაკლება 30%-ია.
მესამე სერიის ”ლურჯ მონეტებს” მოქმედების ვადა 1 აგვისტომდე აქვს.
No comments:
Post a Comment