5.17.2012

 ძვირფასო მეგობრებო, ”ლურჯი მონეტების” აქციაში შემოგვიერთდა კლინიკა ”გიდმედი”. ფასდაკლება ვრცელდება რინოპლასტიკაზე (ცხვირის ოპერაცია). ოპერაციას ატარებს ცნობილი პლასტიკური ქირურგი სიმონ მუმლაძე! 1 ”ლურჯი მონეტა” უდრის ფასდაკლების 5%, ხოლო მაქსიმალური ფასდაკლებაა 20%. ტელ. 599 42 50 32, მის, ლუბლიანას ქუჩა 2/6. 





საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა ”გიდმედი” დაარსდა 2009 წელს. 
ეს გახლავთ განვითარებაზე ორიენტირებული სამედიცინო დაწესებულება, 
რომელიც საზოგადოებას სთავაზობს საუკეთესო მომსახურებას და სამედიცინო 
პროდუქტების ფართო არჩევანს.ჩვენი მთავარი მიზანია სიახლის დანერგვა, 
სწავლა, პროფესიული სრულყოფა, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების 
მიწოდება .კლინიკის ლამაზი და კომფორტული გარემო ხელს უწყობს 
ჯანმრთელობის სწრაფად აღდგენას.ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები 
მედიცინის განვითარების თანმდევი მოვლენებია. ამიტომ, ჩვენი მიზანია არ 
ჩამოვრჩეთ თანამედროვეობას და მუდმივად განვაახლოთ პაციენტთა 
მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის კლინიკაში არსებული რესურსები.
კლინიკაში არის შესაბამისი გარემო, რათა პაციენტებმა მიიღონ მსოფლიოში და 
მათ შორის ისრაელში აღიარებული სტანდარტის სტაციონარული მომსახურება 
ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით.

კლინიკა „გიდმედი“ მუშაობს შემდეგ მიმართულებებზე: მუცლის ღრუს 

ქირურგია, უროლოგია, ტრავმა-ორთოპედია, პროქტოლოგია, ნეიროქირურგია, 
ანგიოქირურგია, ონკოქირურგია. კლინიკაში დანერგილია მუცლის ღრუს 
ლაპარასკოპიული ქირურგია უახლესი ტექნიკით და ართროსკოპიული ქირურგია. 
2 წლის განმავლობაში ჩატარებულია 2000-მდე ოპერაცია, მათ შორის 2 
პანკრეატოდუოდენალური რეზექცია, 22 ცისტექტომია ხელოვნური რეზერვუარის 
შექმნით, კუჭის რეზექციები, გასტრექტომიები, ჰემიკოლექტომიები, შარდსაწვეთების 
პლასტიკა, რეკონსტრუქციული ოპერაციები, სახსრების ტოტალური 
ენდოპროტეზირებები, საშარდე სისტემაში უროლითიაზის დროს ლითოტრიპსია 
(კენჭის დაშლა) უახლესი სამედიცინო აპარატურით. ახლო მომავალში უცხოელ 
პარტნიორებთან ერთად კლინიკა იწყებს ე.წ. გახდომის (SLIV)
ოპერაციებს ლაპარასკოპიული ტექნიკის გამოყენებით. მოგვწერეთ თქვენთვის ყველა
საინტერესო საკითხებზე. „გიდმედი“ სიამოვნებით გაგცემთ ამომწურავ პასუხებს.









No comments:

Post a Comment